თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე არსებული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე არსებული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი ერთ ჰექტრამდეა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.