თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი ბაჩიაშვილს ცხრა ათასამდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი ბაჩიაშვილს ცხრა ათასამდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა. როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა, სასამართლომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას გაასაჩივრებს.
