ცენტრალური საარჩევნო კომისია გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება
ცენტრალური საარჩევნო კომისია გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკო-ს გადაწყვეტილებების მანიპულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ. განცხადებაში წერია, რომ ამჯერად საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი გახდა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, განხორციელდა სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირება. ცესკო განმარტავს, რომ განკარგულებით საარჩევნო ადმინისტრაციამ პრევენციული გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად.
