იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა
იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია , ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დაკავებულებს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში. დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
