ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიგეგმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიგეგმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, მოხდება დაფინანსების მოდელების შეცვლა, გაჩნდება კონკრეტული ინდიკატორები, სამიზნე მაჩვენებლები, რომელიც უნდა განახორციელოს დაწესებულებამ. მინისტრის თქმით, პირველად ჯანდაცვის რეფორმა არის ამბიციური გეგმა, რადგან ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გამოკვლევების მნიშვნელოვან სპექტრს.
