მთავრობა სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობაშიც კოვიდის პერიოდში ნაკლოვანებები არსებობდა და სახელმწიფოს წინაშე ფინანსური ვალდებულებები გააჩნია, საშეღავათო პირობებს სთავაზობს
მთავრობა სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობაშიც კოვიდის პერიოდში ნაკლოვანებები არსებობდა და სახელმწიფოს წინაშე ფინანსური ვალდებულებები გააჩნია, საშეღავათო პირობებს სთავაზობს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ კლინიკები არსებული დავალიანების 25 პროცენტს გადაიხდიან, დარჩენილი თანხისგან გათავისუფლდებიან. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ინიციატივის მთავარი მიზანია, კლინიკებს მისცენ შესაძლებლობა, რომ ფინანსები მოახმარონ პაციენტების საუკეთესო ინტერესებს და ექიმებისთვის უკეთესი პირობების შექმნას.
