პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები მიმოიხილა
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები მიმოიხილა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა. გარდა ამისა, მიმდინარე პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 8 მთელი სამი მეათედი პროცენტით გაიზარდა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ გუნდს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სამწუხაროა, რომ კონკრეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას და ნიჰილიზმის დათესვას.
