მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2025“ დაიწყო
მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2025“ დაიწყო. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პადელის ტურნირი, სადაც თექვსმეტი უმაღლესი და საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მსვლელობისას დაგეგმილია უნივერსიტეტებს შორის შეჯიბრებები სპორტის 29 სხვადასხვა სახეობაში.
