ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანა ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. ცეცხლი იერუსალიმს უახლოვდება, რის გამოც პრემიერმა ნეთანიაჰუმ ეროვნული დონის საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სახანძრო და სამაშველო ბრიგადებთან ერთად, თავდაცვის ძალებიც არიან ჩართულნი. ხანძრის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა 23 მოქალაქეს. დაშავებულთა შორის ორი ორსული ქალი და ორი ჩვილია. ისრაელმა დახმარება რამდენიმე ქვეყანას სთხოვა. უკვე ცნობილია, რომ იტალია და ხორვატია ისრაელში სახანძრო თვითმფრინავებს გაგზავნიან.
