დემოკრატები ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღეს კატასტროფულად აფასებენ
დემოკრატები ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღეს კატასტროფულად აფასებენ. განცხადებები სენატორმა ჩაკ შუმერმა და კონგრესმენმა ჰაკიმ ჯეფრისმა გააკეთეს. თეთრი სახლის ლიდერს მათ „პოტენციური დიქტატორი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ მისი მმართველობის პირობებში, ამერიკული დემოკრატია სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა.
