შეერთებული შტატები ქუვეითს „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიჰყიდის. ამის შესახებ სამხედრო თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სააგენტო იტყობინება
შეერთებული შტატები ქუვეითს „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიჰყიდის. ამის შესახებ სამხედრო თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სააგენტო იტყობინება. საუბარია „პოსტ დიფლოიმენთ ბილდის“ სისტემებზე, რომელშიც ქუვეითი 425 მილიონ დოლარს გადაიხდის. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისგან მილიარდნახევარი დოლარის ღირებულების „პეტრიოტის“ სისტემების შეძენა სურს.
