ევროკავშირი ამზადებს „გეგმა ბეს“ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შესანარჩუნებლად, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო მოლაპარაკებებს დატოვებს და მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებას შეეცდება
ევროკავშირი ამზადებს „გეგმა ბეს“ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შესანარჩუნებლად, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო მოლაპარაკებებს დატოვებს და მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებას შეეცდება. ამის შესახებ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა “ფაინანშალ ტაიმსთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბრიუსელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაშინგტონთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შენარჩუნდეს სანქციების რეჟიმი, თუმცა პროცესიდან შეერთებული შტატების გასვლის შემთხვევაში, ევროპას შეუძლია უკრაინის დასახმარებლად დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება. ამასთან, კალასი აღიარებს, რომ სამხედრო მხარდაჭერის თვალსაზრისით, ამერიკელების ჩანაცვლება რთული იქნება.
