კიევი და ვაშინგტონი ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ადასტურებენ
კიევი და ვაშინგტონი ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ადასტურებენ. განცხადებები უკრაინის პირველმა ვიცე პრემიერმა და ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა გაავრცელეს. უკრაინული მხარის განმარტებით, კიევი და ვაშინგტონი შექმნიან უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს, რომელიც მოიზიდავს გლობალურ ინვესტიციებს. წიაღისეულზე სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას. ფონდი შეიქმნება 50-ი 50-ზე პრინციპით და არცერთ მხარეს არ ექნება გადამწყვეტი ხმა. შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის ან სახელმწიფო კომპანიების მართვის პროცესებში. მასში ასევე არ არის ნახსენები რაიმე სახის სასესხო ვალდებულება შეერთებული შტატების წინაშე. უკრაინული მხარის განცხადებით, შეთანხმება შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროპული ინტეგრაციის კურსს. შეთანხმებას ისტორიული უწოდა ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
