საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს განვითარების საკოორდინაციო ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს განვითარების საკოორდინაციო ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. საუბარი შეეხო რეგიონალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ გეგმებს და ამ თვალსაზრისით გაეროსთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ხაზი გაესვა მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელებაში ორგანიზაციის მხარდაჭერას და საქართველოს ხელისუფლების მზაობას აქტიურად ითანამშრომლოს აღნიშნული მიზნების იმპლემენტაციის პროცესში. ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას.
