ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მრჩეველი და ჰელსინკის კომისიის შტაბის დირექტორი პოლ მასარო , ცნობილი რუსი პრანკერების ხაფანგში გაება
ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მრჩეველი და ჰელსინკის კომისიის შტაბის დირექტორი პოლ მასარო , ცნობილი რუსი პრანკერების ხაფანგში გაება. პრანკერებთან მან ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, ამ კონტექსტში საქართველო მოიხსენია და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ იუეს ეიაიდი და ნედი საქართველოს და სხვა ქვეყნებს ტოვებენ. აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში რადიკალურ მემარცხენე ვოუქ იდეოლოგიას წარმატებით ავრცელებდნენ.
