ჭიათურაში შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების დეტალური შესწავლა დაიწყო
ჭიათურაში შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების დეტალური შესწავლა დაიწყო. ტექნიკურმა ჯგუფებმა ადგილებზე შესვლა მას შემდეგ მოახერხეს, რაც კოროხნალის მაღაროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების განმუხტვა პოლიციამ შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის მონაწილეებს, კანონის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდა.
