პროფესორ ჯეფრი საქსის თქმით, უკრაინა ბრძოლის ველზე აგებს და თვითგადარჩენის მიზნით, უმჯობესია სამშვიდობო შეთანხმების არასახარბიელო პირობებს დათანხმდეს
პროფესორ ჯეფრი საქსის თქმით, უკრაინა ბრძოლის ველზე აგებს და თვითგადარჩენის მიზნით, უმჯობესია სამშვიდობო შეთანხმების არასახარბიელო პირობებს დათანხმდეს. ამერიკელი ექსპერტი აკრიტიკებს ევროპელ ლიდერებს,იმისთვის რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ნაცვლად, კონფლიქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობენ. ჯეფრი საქსის თქმით, ამ ვითარებაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომში უკრაინის დასახმარებლად ფინანსების გამოყოფას აღარ გეგმავს.
