გლდანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
გლდანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. თბილისის მერის განცხადებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ცხოველთა ახალი თავშესაფარი 24-საათიანი რეჟიმით იმუშავებს.
