ჯარიმების გაზრდა იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს
ჯარიმების გაზრდა იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელთა გაძევების პროცედურის გამარტივება- უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება. საკანონმდებლო ცვლილებები დეპუტატებს, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა. ამავე ცვლილებებით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა საქართველოდან მის გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის სხვადასხვა ვადით აკრძალვას გამოიწვევს. ალექსანდრე დარახველიძის თქმით მოქმედი კანონმდებლობა არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობდა. კანონპროექტი კი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა და ცვლილებები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას კიდევ უფრო განამტკიცებს, ჯამში 18 -ტ კანონში შედის. ცვლილებებს მხარი კომიტეტზე პირველი მოსმენით დაუჭირეს
