დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფების ისტორიები მოისმინეს
წამება, არაადამიანური მოპყრობა და მუქარა არასრულწლოვანი შვილების სიცოცხლით - დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფების ისტორიები მოისმინეს. გიორგი აბდალაძემ და ირაკლი გედენიძემ დეტალურად გაიხსენეს რატომ და რა ვითარებაში დააკავეს და როგორ ითხოვდნენ მათგან არარსებული დანაშაულის აღიარებას. კომისიამ მოუსმინა ირაკლი გედენიძის მეუღლეს ნათია გედენიძესაც, რომელიც ქმართან ერთად დააკავეს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
