დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პირველად, რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გარდაქმნის შესაძლებლობას ხედავს
დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პირველად, რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გარდაქმნის შესაძლებლობას ხედავს. უიტკოფის თქმით, ვლადიმერ პუტინთან უკვე 4 შეხვედრა ჰქონდა და თითოეული მათგანი, მინიმუმ, 3 საათს გაგრძელდა. მოლაპარაკების ფარგლებში განიხილავენ როგორც უკრაინის სამშვიდობო გეგმას, ასევე მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციების დაახლოებას.
