უნგრეთის პრემიერ მინისტრი ევროპის სახალხო პარტიას უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს
უნგრეთის პრემიერ მინისტრი ევროპის სახალხო პარტიას უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს. ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ევროპის შავი დღე უწოდა. ორბანი წერს, რომ მაშინ, როცა ევროპის ეკონომიკა რთულ ვითარებაშია, იპიპის უკრაინისთვის მეტი ფულის გაგზავნა სურს.
