თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი იმართება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი იმართება. გამოფენილია უძველესი გამოცემები და სახელმძღვანელოები, ასევე მიმდინარეობს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული თანამედროვე წიგნების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
