ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში, ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში, ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას და ინფორმაცია მიიღონ ტურისტული პროდუქტების შესახებ. შეხვედრებს მართავს როგორც მაია ომიაძე ასევე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები. გამოფენაზე იმყოფება 33 ტურისტული კომპანია და სასტუმრო, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია. მთლიანობაში დუბაის გამოფენაში მსოფლიოს 166 ქვეყნიდან 2800-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს. გამოფენას კი 55 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს.
