თემურ მღებრიშვილი: ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე დამწვარია დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართი. მოვაჭრეების განცხადებით, მაღაზიების ნაწილი სრულად განადგურდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ძლიერი კვამლის გავრცელების გამო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებიდან საჭირო გახდა პაციენტების ევაკუაცია. პაციენტები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
