შეთანხმების ჩაშლის მცდელობები გრძელდება
შეთანხმების ჩაშლის მცდელობები გრძელდება. ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ჭიათურაში კოროხნალის მაღაროსთან, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები ტექნიკური ჯგუფის წევრებს მაღაროში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია. დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება. უწყება მოუწოდებს პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. კომპანიამ კი, წარმოების სრულმასშტაბიანი აღდგენის მიზნით, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების დეტალური შესწავლა დაიწყო. ამ დროისთვის შუქრუთის და კოროხნალის მაღაროების ცენტრალური განიავების სისტემა სრულად ჩაირთო.
