საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების დაცინვა - ასე ეხმიანება მმართველი გუნდი გერმანული „დოიჩე ველეს“ მიერ სიტყვის თავისუფლების დარგში თამარ კინწურაშვილისთვის პრემიის მინიჭებას
საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების დაცინვა - ასე ეხმიანება მმართველი გუნდი გერმანული „დოიჩე ველეს“ მიერ სიტყვის თავისუფლების დარგში თამარ კინწურაშვილისთვის პრემიის მინიჭებას. უმრავლესობის შეფასებით, სააკაშვილის რეჟიმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ცენზორის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესა და სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული მასალის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობის დაჯილდოება ძირს უთხრის ევროპულ ფასეულობებს.
