დაკვეთილი კვლევა
სწორედ ეკონომიკური ზრდისა და მიღწევების გადასაფარავად "ბიემჯიმ" გამოაქვეყნა "ეისითის" კვლევა სათაურით „საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია“. როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია მითითებული, ორგანიზაციამ სატელეფონო გამოკითხვა 17-23 მარტს ჩაატარა და რვაასი ადამიანი გამოჰკითხა. "ეისითის" ხელმძღვანელი თინათინ რუხაძე ოპოზიციური აქციების აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა. ეს მის მიერვე გამოქვეყნებული სტატუსებით დასტურდება. „ქრონიკა“ დაუკავშირდა რუხაძეს, ჯერ გვითხრეს, რომ კითხვებზე გვიპასუხებდნენ, თუმცა მოგვიანებით კომენტარზე უარი თქვეს.
