თავდაცვის ძალები დაარსებიდან 34 წელი გავიდა - საზეიმო ღონისძიება ვაზიანში
თავდაცვის ძალები დაარსებიდან 34 წელი გავიდა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ხელისუფლების ლიდერებმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დღეს 150-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურების, ასევე საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის კი გამორჩეული სამხედროები, თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი მედლით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ფარგლებში სამხედროებმა ჯარისკაცის მრწამსიც წარმოთქვეს. სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ჯარს დღევანდელი დღე პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს.
