ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ჩამქრალია.
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ჩამქრალია. დამწვარია 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებიდან საჭირო გახდა პაციენტების ევაკუაცია. პაციენტები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
