საბოტაჟის მცდელობა - ოთხი დაკავებული
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება - ამ მუხლით პოლიციამ მაღაროელთა ე.წ საინიციატივო ჯგუფის ოთხი წევრი დააკავა. სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგო კობერიძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. დაზარალებულის მდგომარეობა დღეს დამძიმდა და ამ დროისთვის ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმებმა მას მრავალი დაზიანება, ტვინის შერყევა და სახის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
