გახანგრძლივებული ვადა
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას საქმიანობის ვადა 5 ივნისამდე გაუხანგრძლივდა. ვადის გაგრძელების თხოვნით, პარლამენტს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ მიმართა. დღესვე თეა წულუკიანმა დეპუტატებს კომისიის შუალედური ანგარიში წარუდგინა და განაცხადა, რომ კომისიის დასკვნაში, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები ფაქტებზე დაყრდნობით იქნება ნაჩვენები.
