გერმანული „დოიჩე ველეს“ პრემია
პრემია სიტყვის თავისუფლების დარგში, რომელიც გერმანიაში სააკაშვილის რეჟიმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ცენზორს და სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს მიანიჭეს. „დოიჩე ველემ“ თამარ კინწურაშვილი დააჯილდოვა. ფაქტს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება. „ზოგიერთი ევროპული ორგანიზაციის მხრიდან რეალობისგან მოწყვეტის და ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების საუკეთესო მაგალითი. თამარ კინწურაშვილი, მედიაში ყალბი ამბებისა და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი“,- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
