ბრიუსელის ბიუროკრატია
დასავლეთი, საქართველოსა და სერბეთში ლეგიტიმური მთავრობების წინააღმდეგ მაიდანის სტილის პროტესტებს აწყობს - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა, უნგრელ კოლეგასთან ერთად, ბრატისლავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რობერტ ფიცოს თქმით, დასავლეთის ასეთი ქმედებები ევროკავშირის ფუნქციონირებისა და ბლოკის სამომავლო პერსპექტივების შესახებ, კითხვებს ბადებს. უნგრეთის პრემიერ მინისტრმა კი განმარტა, რომ ბრიუსელი დემოკრატიის და წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის მცველი სულაც არ არის. ვიქტორ ორბანის თქმით, ბრიუსელს დემოკრატიისადმი არამეგობრულად განწყობილი ბიუროკრატები მართავენ.