მოქალაქეთა გზავნილები
თბილისში ახალი ბანერები გამოჩნდა. ბარათაშვილის ხიდზე მოქალაქეებმა ისევ გადმოფინეს ბანერები, წარწერით - სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება! მეორე ბანერზე კი ასეთი წარწერაა- ყველაზე დიდი საცოდაობა, საკუთარ ქვეყანაში სხვისი საქმის კეთებაა. მსგავსი სახის ბანერები მოქალაქეებმა გასულ კვირასაც გადმოფინეს.
