რუსთავში, ახალგაზრდობის სასახლე გაიხსნა
რუსთავში, ახალგაზრდობის სასახლე გაიხსნა. სასახლის ახალი კონცეფცია, ახალგაზრდების ინტერესებზეა მორგებული ცენტრი, საკლუბო პრინციპით იმუშავებს ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მენტალური არითმეტიკის, ლეგო-რობოტიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის და ლაბორატორიული დაკვირვების, ასევე ფუნქციონირებს ხატწერის, კალიგრაფიის, მხატვრობის, ქორეოგრაფიის და თეატრალური ხელოვნების პროგრამები საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა, ონლაინ რეგისტრაციით ხდება და სხვადასხვა დისციპლინებზე, უკვე 500-მდე ახალგაზრდაა რეგისტრირებული.
