პორტუგალიის რესპუბლიკასა და ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნნენ
პორტუგალიის რესპუბლიკასა და ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნნენ. პორტუგალიაში ელჩი ლევან წურწუმიაა. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1998 წლიდან მუშაობს. იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დესპანი. ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გია მაჭარაძე დაინიშნა. გია მაჭარაძე 1996 წლიდან მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციებზე.
