პარლამენტის თავმჯდომარე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ინტერვიუს ეხმიანება
პარლამენტის თავმჯდომარე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ინტერვიუს ეხმიანება. „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას, მარტა კოსიმ არ გამორიცხა საქართველოს ხელისუფლებასთან უმაღლესი რანგის კონტაქტების აღდგენა, ასევე არ გამორიცხა, გადაიხედოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. შალვა პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, ამ ინტერვიუდან გამომდინარე, ბრიუსელი გააცნობიერებს, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი ნაბიჯების კრიტიკული ანალიზი. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ინტერვიუზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება.
