საქართველოს პრეზიდენტი ერევანში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს
საქართველოს პრეზიდენტი ერევანში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს. პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
