პარლამენტმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა
პარლამენტმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა. პროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აკრძალული პარტიის ე.წ. მემკვიდრე პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, მხოლოდ 14-დღიანი ვადა ექნება.
