ესპანეთში, სახელმწიფო მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება 99,9 % - ით არის აღდგენილი
ესპანეთში, სახელმწიფო მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება 99,9 % - ით არის აღდგენილი, პორტუგალიაში კი ელექტროსადგურები ეტაპობრივად უბრუნდებიან ფუნქციონირებას. მადრიდში მეტრო თითქმის სრულად არის ამუშავებული; თუმცა ესპანეთისა და პორტუგალიის აეროპორტებში 500-მდე ავიარეისი ჯერ ისევ შეჩერებულია. ჯერ კიდევ უცნობია თუ რამ გამოიწვია ევროპის ორ სახელმწიფოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო კიბერ თავდასხმის შესახებ, თუმცა პორტუგალიის პრემიერი აცხადებს, რომ კიბერ თავდასხმაზე ამ ეტაპზე არცერთი გარემოება არ მიუთითებს. ესპანეთის პრემიერ მინისტრის თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.