კანადის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მოქმედი პრემიერ მინისტრის მარკ კარნის ლიბერალური პარტია ლიდერობს
კანადის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მოქმედი პრემიერ მინისტრის მარკ კარნის ლიბერალური პარტია ლიდერობს. წინასწარი პროგნოზით, მათ 168 მანდატი აქვთ, რაც მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი იქნება, თუმცა არა - უმრავლესობის მოპოვებისთვის. მეორე ადგილზე გადიან კონსერვატორები, რომელთაც სავარაუდოდ 144 მანდატი ექნებათ. ამ დროისთვის კანადის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 99 პროცენტია დათვლილი.
