ამერიკის შეერთებული შტატების თადარიგის გენერალი დუგლას მაკგრეგორი აცხადებს, რომ უკრაინის ომთან მიმართებით ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები რეალურად ვერ აფასებენ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას
ამერიკის შეერთებული შტატების თადარიგის გენერალი დუგლას მაკგრეგორი აცხადებს, რომ უკრაინის ომთან მიმართებით ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები რეალურად ვერ აფასებენ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას. მაკრეგორის თქმით, საფრანგეთისა და ბრიტანეთის იდეა, რომ უკრაინაში ევროპელი სამხედროები გაგზავნონ, ვითარების ესკალაციას გამოიწვევს. ამერიკელი გენერალი ირწმუნება რომ ამ საკითხს ფრანგულ არმიაში დაპირისპირება მოჰყვა. მაკგრეგორი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინაში ცეცხლი სწრაფად არ შეწყდება რუსეთი საბრძოლო მოქმედებების არეალს გააფართოებს და შესაძლოა კიევზეც წამოიწყოს შეტევა.
