თეა ახვლედიანი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს რეგიონულ დირექტორს შეხვდა
თეა ახვლედიანი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს რეგიონულ დირექტორს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაეროს მიერ შეტანილი წვლილისთვის. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. სახელმწიფო მინისტრმა გაეროს რეგიონულ დირექტორს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა. გაერო-ს რეგიონალურმა დირექტორმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
