პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობაზე ისაუბრა
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობაზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შტატების ახალმა ადმინისტრაციამ იცის, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ურთიერთობები დაბრუნდეს ძველ კალაპოტში. სპიკერის თქმით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, სტრატეგიული თანამშრომლობა თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანოს, რაც ინტერესების ურთიერთ გათვალისწინებაზე იქნება დაფუძნებული.
