პარლამენტში მეორე მოსმენით იმსჯელებენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებზე
პარლამენტში მეორე მოსმენით იმსჯელებენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებზე. პროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. პარტია, რომელიც განაგრძობს არაკონსტიტუციურ საქმიანობას, სასამართლო წესით აიკრძალება.