საქართველოს თავდაცვის უწყება „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ს მასპინძლობს
საქართველოს თავდაცვის უწყება „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ს მასპინძლობს. სწავლება ოფიციალურად კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. ღონისძიებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ნატო-საქართველოს სწავლების ციკლში ეს უკვე რიგით მეოთხე სწავლებაა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ საქართველოში იმართება. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობს
