უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ტელეფონით ისაუბრეს
უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ტელეფონით ისაუბრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაწერა, რომ მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის საუბარი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის საკვანძო ასპექტებს შეეხებოდა. მანამდე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში უახლოესი ერთი კვირა გადამწყვეტი იქნება. სერგეი ლავროვმა კი თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უკრაინა მას გადაიარაღებისთვის არ გამოიყენებს.
