ვიქტორ ორბანის თქმით, ევროპაში ომის ფსიქოზი უნდა დასრულდეს
ვიქტორ ორბანის თქმით, ევროპაში ომის ფსიქოზი უნდა დასრულდეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, უკრაინას ომის გაგრძელების არანაირი შანსი არ აქვს, თუმცა ბრიუსელი ომის უიმედო სტრატეგიას მაინც ეჭიდება. ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ წინსვლის ერთადერთი გზა მშვიდობის მიღწევაა.
