შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ერთი დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო დაშავებული მამა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
